როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი » ANIMACIEBI.GE - ანიმაციები ქართულად, მულტფილმები ქართულად, multfilmebi qartulad, qartulad dublirebuli multfilmebi, multfilmebi inglisurad, filmebi qartulad, kinoebi qartulad, kids, animacia qartulad onlainshi, gasaferadeblebi, bastibubu, sabavsho tamashebi, gasaperadeblebi, sabavshvo pilmebi, animaciebi qartulad,
ваш сайт
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно
» » როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი

როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი

როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი
დღეს ბავშვების საყვარელ გასართობად რბილი კონსისტენციის უცნაური გასართობები "ტყლარწი" და კინეტიკური ქვიშა იქცა. ეს უკანასკნელი ერთი შეხებით ქვიშის სტრუქტურას ჰგავს, თუმცა მისი ნამცეცები არ სცილდება ერთმანეთს და მაინც ერთიანი რბილობის ფორმას ინარჩუნებს. ეს უჩვეულო მასალა შვედეთში გამოიგონეს და ბავშვებისთვის უნივერსალურ და პოპულარულ სათამაშოდ იქცა. მას არამარტო გასართობი, თერაპევტიული დანიშნულებაც აქვს, კარგია რელაქსაციისთვის, აუმჯობესებს ბავშვებისა და მოზარდების (უფროსებისაც კი) ემოციურ მდგომარეობას.
"ჭკვიანი" ქვიშა ორი მასალისგან შედგება - ქვიშა და პლასტილინი. შეხებით ნამდვილ ზღვის ქვიშას ჰგავს. იღებს ნებისმიერ გორმას. მისგან შეგიძლიათ გამოძერწოთ ქალაქები, ფიგურები, გამოიყენოთ ყალიბებიც და სხვადასხვა კომპოზიცია შექმნათ. კინეტიკური ქვიშით თამაში იმდენად იტაცებს ადამიანს, რომ დროის შეგრძნებას კარგავს.

როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი


რით არის სასარგებლო კინეტიკური ქვიშა:
აუმჯობესებს მცირე მოტორიკას, ტაქტილურ მგრძნობელობას;
ავითარებს წარმოსახვას და შემოქმედებით ნიჭს.
ათავისუფლებს შიშისა და შფოთისგან.
ხსნის აგრესიას და გაღიზიანებას;
აუმჯობესებს სივრცის შეგრძნებას;
ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში;
ავითარებს ბავშვს, ეხმარება დრო სასიამოვნოდ გაატაროს.
კინეტიკური ქვიშის დამზადება თქვენც შეგიძლიათ. ამისათვის დაგჭირდებათ:
ქვიშა 4 ჭიქა (კარგი ხარისხის, სუფთა ქვიშა, იყიდება ზოომაღაზიებში მღრღნელებისთვის);
2 ჭიქა სახამებელი (კარტოფილისაც გამოგადგებათ);
1 ჭიქა წყალი
მოსახერხებელი თასი (შესაზავებლად).
ერთმანეთში
აურიეთ სახამებელი და წყალი, დაუმატეთ ქვიშა და კარგად მოურიეთ. ეცადეთ, წყალი ბევრი არ მოგივიდეთ. ქვიშა თხევადი რომ არ გამოვიდეს.

როგორ შეიძლება დაამზადოთ კინეტიკური ქვიშა - ყველაზე პოპულარული ბავშვური გასართობი


ფერადი კინეტიკური ქვიშა
იმისათვის, რომ ფერადი ქვიშა მიიღოთ, ცოტაოდენი გუაში ან საჭმლის საღებავი დაუმატეთ. კარგად მოურიეთ და გაშრობა აცადეთ. შეგიძლიათ სახამებელს თავიდანვე შეფერადებული წყალი დაუმატოთ.
კინეტიკური ქვიშა მზადაა, გაახალისეთ ბავშვები და არც თქვენ მოიწყინოთ. ეს კი საბავშვო ჟურნალია, რომელშიც უამრავი საინტერესო საბავშვო გასართობიაскачать dle 10.4фильмы бесплатно
TG studio თიჯი სტუდია

თამაშების მიმოხილვა

{jsfiles}