5 სახიფათო საკვები, რომლებსაც ბავშვებს ხშირად ვაჭმევთ და ამით მათ ჯანმრთელობას ვნებთ

ბევრი ბავშვის კვების რაციონი ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და ეს ხდება მაშინ, როცა ბავშვი ძალიან პატარაა. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ შvილებს ჯანსაღ საკვებს აჭმევენ, მაგრამ რეალურად ასე არ არის.

ვნახოთ სახიფათო საკვებთა ჩამონათალი, რომლებზეც მშობლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანსაღია, მაგრამ რეალურად ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

  • წვენი – წვენები სხვადასხვა ასაკის ბავშვებში ძალიან პოპულარულია. 1 ჭიქა წვენი შეიცავს დაახლოებით 5-6 ჩაის კოვზ შაქარს. ის ცუდად მოქმედებს მოზარდის მეტაბოლიზმზე. ამერიკის პედეატრთა აკადემიის რეკომენდაციით, წვენის ნაცვლად სჯობს ბავშვმა ხილი ჭამოს.
  • იოგურტი – იმისთვის, რომ ჯანსაღი იოგურტი აირჩიოთ, საჭიროა რომ ზედმიწევნით კარგად გაეცნოთ მის ინგრედიენტებს. პირველ რიგში, არასოდეს არ იყიდოთ იოგურტი, რომელიც მაცივარში არაა შენახული და მეორე – არ იყიდოთ ტკბილი იოგურტი, იყიდეთ, ის რომელსაც ნაკლები დანამატები აქვს. ტკბილი იოგურტი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმებსა და კალორიებს რაც ბავშვებში ჭარბწონიანობას იწვევს და დიაბეტის გაჩენის რისკს ზრდის.
  • თაფლი – 2 წლამდე ბავშვებისთვის თაფლი არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ თაფლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ასევე ის შეიცავს ბაქტერიას, რომელმაც ინფექციური დაავადება, ბოტულიზმი შეიძლება გამოიწვიოს.
  • ყურძენი – ყურძენი შეიცავს ისეთ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ბავშვებს სჭირდებათ, მაგრამ ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ყურძენი რთულად მოსანელებელია. ყურძნის ჩანაცვლება შეგიძლიათ ბანანით. განსაკუთრებით სახიფათო ყურძნის მიღება 3 წლამდე ბავშვებისთვისაა.
  • მულტივიტამინები – ვიტამინები კარგია,მაგრამ მშობლები ხშირად პედეატრთან კონსულტაციის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებას და ბავშვებს ვიტამინების ნაკრებს ასმევენ, რაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. უმჯობესია, თუ ბავშვები ვიტამინებს საკვებით, ხილით მიიღებენ.