5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ყველი სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის

როგორ ფიქრობთ, სასარგებლოა თუ არა ყველი თქვენი ჯანმრთელობისთვის? ძველად მიაჩნდათ, რომ ის არ იყო ჯანსაღი პროდუქტი, რადგან მისი დიდი ნაწილი გაჯერებულია ცხიმებით, თუმცა მკვლევარები კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებენ კავშირს ყველის ჭამასა და დაავადებებს შორის.  სინამდვილეში, არსებობს 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის სასარგებლო ყველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

         1. ამცირებს გულის დაავადებათა რისკს

2016 წელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ, აღმოაჩინა, რომ ყოველდღე 50-100 გრამი ყველის ჭამა 18% ით ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ასევე შესაძლებელია შეამციროს ინსულტის რისკი 13% ით.

         2. შაქრიანი დიაბეტი

თუ ყოველდღიურად მიირთმევთ 100-150 გრამ ყველს, შესაძლებელია შემცირდეს დიაბეტის განვითარების რისკი. ასევე კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები, რომლებიც ¾ ჭიქა იოგურტს მიირთმევდნენ დღეში უფრო დაბალი რისკი გააჩნდათ.

         3. ამცირებს სიკვდილის რისკს

მართალია ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, ყველის ჭამა ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ დიდხანს იცოცხლოთ.

        4. არეგულირებს ქოლესტერინს

2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა ერთმანეთს შეადარა კარაქისა და ყველის დიეტაზე მყოფი ადამიანის სისხლი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროდუქტი ერთი და იმავე რაოდენობის ცხიმით არის გაჯერებული, დადგინდა, რომ ყველი არ იწვევს ქოლესტერინის მომატების საშიშროებას.

       5. გხდის ძლიერს

თუ დღეში დაახლოებით 1 ჭიქა იტალიური სახეობის ყველს „Ricotta”_ს მიირთმევთ, 12 კვირაში თქვენი კუნთების მასა გაუმჯობესდება.