როგორ გავხადოთ ზაფხული უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის?

ბავშვებს ზაფხული განსაკუთრებულად უყვართ. ეს არის პერიოდი, როცა მათ შეუძლიათ ითამაშონ, ირბინონ, სხვადასხვა აქტივობებით შეიქციონ თავი იმდენი ხნით, რამდენიც უნდათ. ჩვენ კი ამ დროს მათ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ.

ზაფხული წყლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ აიცილოთ თავიდან ბავშვის დახრჩობა და  წყლით გამოწვეული დაავადებები. ამისათვის საჭიროა ასწავლოთ ბავშვს ცურვა, მუდმივად უყუროთ მას როცა წყალშია ან თუნდაც წყალთან ახლოს თამაშობს. თქვენ კი დაეუფლეთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკას, რადგან ამან თქვენი ბავშვის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს.

ზაფხული მზის და სიცხის გარეშეც წარმოუდგენელია. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არასდროს დატოვოთ ბავშვები მარტო მანქანაში, თუნდაც ფანჯრები ღია იყოს, ჩააცვით მათ მსუბუქად, სხვადასხვა გარე აქტივობებით დაკავდით დილის და საღამოს საათებში და აგრეთვე არ დაგავიწყდეთ ბავშვის დაცვა მზისგან. ჩააცვით ისეთი ტანსაცმელი რომელიც დაფარავს მის კანს და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

სამწუხაროდ ზაფხულში გვერდს ვერც კოღოებს და ტკიპებს ავუვლით, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გადამტანები არიან. ამიტომ ბავშვების მათგან დაცვაც აუცილებელია

აგრეთვე ხშირია ბავშებში ტრავმები. ყოველ წელიწადს, აშშ-ში 200000 ბავშვს 14 წლამდე ასაკში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება გამოწვეული ეზოში თამაშით. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ტრავმატიზმის რისკი საჭიროა ბავშვზე მუდმივი მეთვალყურეობა და ბავშვისთვის ისეთი სათამაშო გარემოს შექმნა, რომელიც მისთვის უსაფრთხო იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ შინაური, თუ გარეული ცხოველის ნებისმიერი უმნიშვნელო ნაკბენიც კი ყურადღებას საჭიროებს. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კატეგორიები