იმუნური სისტემის განვითარებისთვის ბავშვებს სჭირდებათ მიკრობები და არა ანტიბიოტიკები – ექიმების რჩევა

როცა შვილს ეხება საქმე, მშობლები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ, შვილებისთვის საუკეთესო გვსურს და ჩვენი სიფრთხილე ამით გამართლებულია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოგვდის და რეალურად ამით კი არ ვიცავთ, საფრთხეს ვუქმნით ბავშვის ჯანმრთელობას.

საკითხი დგას ასე – რამდენად ფრთხილად უნდა იყოთ და რას ნიშნავს რეალურად სიფრხილე? – ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გულისხმობს მისგან დაცვას აბსოლუტურად ყველაფრისგან და ამის გამო ეზოში თამაშის უფლებასაც კი არ აძლევს მოზარდს.

ჰიგიენაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ზოგჯერ ესეც ზედმეტი მოსდით – თუ ბავშვი იატაკს შეეხება, პანიკაში ვარდებიან, მიწასთან შეხებაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ.

მშობლები იყენებენ ძვირადღირებულ, ანტიბაქტერიულ საპნებს, ცდილობენ რომ ყველაფერი, რასთანაც ბავშვს აქვს შეხება, სტერილური იყოს და უფრო მეტიც, ბავშვს, უსაფრთხოების მიზნით, ანტიბიოტიკებს ასმევენ.

მიკრობიოლოგიის სპეციალისტები ამბობენ, რომ  ეს არის ყველაზე საშინელი რამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

პროფესორი მარია კლარა არიეტა განმარტავს, რომ ბავშვისთვის მიკრობებთან შემხებლობა აუცილებელია და საჭიროა იმუნური სისტემის გასავითარებლად. პროფესორის თქმით, სწორედ მიკრობების საშუალებით ადაპტირდება ბავშვი გარესამყაროსთან და გამოუმუშავდება იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების მიმართ და თუ ბავშვს არ აქვს მიკრობებთან, გარესამყაროსთან შემხებლობა და ის  სტერილურ სივრცეში იზრდება, დიდი ალბათობით გაუჭირდება სხვადასხვა დაავადებებისადმი გამძლეობის გამოჩენა.

კვლევა აჩვენებს, რომ როცა მშობლები ზედმეტად ცდილობენ ჩაკეტილ და სტერილურ გარემოში ჰყავდეთ ბავშვები, როგორც წესი ამ მათ უვითარდებათ ალერგია, ჭარბწონიანობა, ანთებითი დაავადებები და ასევე, აუტიზმი.

არიეტა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როცა ბავშვი ყველაფერს გარეცხილს იდებს პირში, ასთმის განვითარების შანსი იზრდება.

ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ შვილს საჭმელი ჭუჭყიანი კოვზით უნდა აჭამოთ, მაგრამ უნდა იპოვნოთ ბალანსი.

„ხელების დაბანაზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ რაღაც ზღვარი უნდა დაიცვათ. დავუშვათ ხელები დაიბანეთ, ბავშვსაც დაბანეთ, საჭმელი მიირთვით და ახლა სასტუმრო ოთახში რაიმე ტკბილეული უნდა ჭამოთ, აღარ არის საჭირო ხელების დამატებით კიდევ ერთხელ დაბანა“. – განმარტავს პროფესორი.

ნუ შგეშინდებათ, თუ ბავშვი ძაღლს ეთამაშება, ან ეზოში, ტალახსა და ქვიშაში თამაშობს. ეს გაცილებით კარგია მისი იმუნიტეტისთვის. ბუნებაში, ეკოსისტემასთან ურთიერთობა მის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და სხვადასხვა დაავადებების მიმართ უფრო გამძლე ხდება.

პროფესიონალები გირჩევენ, რომ არ დაალევინოთ ბავშვს ანტიბიოტიკები თუ ეს აუცილებელი არ არის და ექიმმა არ დაუნიშნა, ნუ დაბანთ ატიბაქტერიული საპნით რეგულარულად და გახსოვდეთ, რომ ტალახში, ბუნებაში თამაში და ყოფნა საუკეთესოა მისი ჯანმრთელობისთვის.

დატოვე კომენტარი