ბროწეულის წვენი პატარა ბავშვებისთვის

ბროწეულის წვენი პატარა ბავშვებისთვის

შეიძლება თუ არა ბროწეულის წვენის მიცემა ჩვილი ბავშვებისათვის?

ბროწეულის წვენი ჩვილებისათვის 6-8 თვის ასაკიდან არის დასაშვები. ბავშვისათვის მის მიცემამდე, აუცილებლად დარწმუნდით, რომ წვენში არ არის ბროწეულის კურკები. წვენი აუცილებლად უნდა იყოს სახლში დამზადებული, რადგან მხოლოდ ასე გექნებათ გარანტია, რომ ის საზიანო ნივთიერებებს არ შეიცავს. თავიდან მიეცით ბავშვს ბროწეულის რამდენიმე წვეთი და რაოდენობა თანდათან გაზარდეთ.

როგორ დავამზადოთ ბროწეულის წვენი ჩვენი პატარებისათვის?

ბროწეულისგან წვენის დაწურვა ძალიან ადვილია. ყველაზე რთულ ნაწილს მარცვლების ერთმანეთისგან გაცალკევება წარმოადგენს. როცა ამას გააკეთებთ და გამოცალკევებულ მარცვლებს ჭურჭელში მოათავსებთ, დაჭყლიტეთ ისინი ხის კოვზით. მიღებული წვენი კი, ისე რომ კურკები არ შეჰყვეს, დაალევინეთ პატარას მცირე ულუფებად.

თუკი წვენს მოზრდილი ბავშვისათვის ამზადებთ და შედარებით დიდი ულუფა გჭირდებათ, გადაიტანეთ ბროწეულის მიღებული რბილობი ბლედერში და ათქვიფეთ. წვენს არ დაუმატოთ შაქარი.

ბავშვისათვის წვენის მისაცემად იდიალურია დილით ადრე ან საღამოსწინა პერიოდები. გაითვალისწინეთ, დაძინების წინ მიღებულმა წვენი, შესაძლოა, სტომატოლოგიური პრობლემების განვითარების მიზეზი გახდეს.

ბროწეულის წვენის სასარგებლო თვისებები:

  • შველის შკრულობასა და დიარეას
  • ებრძვის სხეულში არსებულ ტოქსინებს
  • ამაღლებს იმუნიტეტს
  • შესაძლებელია გრიპისა და გაციების წინააღმდეგ მისი გამოყენება
  • ავსებს ორგანიზმს ენერგიით
  • აჯანსაღებს კანსა და თმას
  • მდიდარია A და C ვიტამინებით
  • იცავს ღვიძლსა და თირკმელებს დაავადებებისა და დაზიანებებისაგან
  • იცავს ბავშვის ორგანიზმს ჭიებისაგან

რას ვუფრთხილდეთ?

  • მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, არ უნდა მოხდეს ბროწეულის წვენის დღიული დოზის ბევრად გადაჭარბება, რამაც შესაძლოა, პატარებში მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.
  • იშვიათად, მაგრამ მაინც, შეიძლება ბავშვი ბროწეულის მიმართ ალერგიული იყოს.
  • ნუ მისცემთ თქვენს პატარას ბროწეულის წვენს, თუ მას თიროიდული პრობლემა აქვს.
კატეგორიები

დატოვე კომენტარი