ბანანის სასარგებლო თვისებები

ბანანი განსაკუთრებულად გემრიელი და ამავდროულად ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ხილია, რასაც სხვადასხვა მეცნიერული კვლევა ადასტურებს. გარდა მასში შემავალი ბევრი სასარგებლო ნივთიერებისა, ბანანი წარმოადგენს ჯანსაღ წასახემსებელ საშუალებას.

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ბანანი?

იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, ოქსიდანტებს, კალიუმს, B6 ვიტამინს, C ვიტამინს, მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, მცირე რაოდენობით ცილას, ნახშირწყლებს და ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს.

ერთი საშუალო ზომის ბანანი დაახლოებით 105 კალორიას შეიცავს.

რისთვისაა სასარგებლო ბანანის მიღება?

  • ბანანში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას. თუმცა, ამისდა მიუხედავად, დიაბეტის მქონე ადამიანებმა ექიმთან შეთანხმებით უნდა გააკონტროლონ მისი მიღების დასაშვები რაოდენობა.
  • ბანანში შემავალი დიეტული ბოჭკო, მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს.
  • ბანანი შეიძლება დაგეხმაროთ წონის დაკლებაში. მასში შემავალი პექტინი და მდგრადი სახამებელი ამცირებენ მადას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.
  • ბანანი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, განსაკუთრებით კი სისხლის წნევის დასარეგულირებლად. ამას მოწმობს მასში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ამ ხილს, 27%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა განვითარების რისკი.
  • ბანანი ხელს უშლის დაბერების პროცესს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, უზრუნველყოფენ ახალგაზრდობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებას.
  • ბანანში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი უზრუნველყოფს თირკმელების ჯანსაღ მუშაობას. ერთ-ერთი კვლევის მხედვით, ქალებს, რომლებიც 13 წლის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ მიირთმევდნენ ამ ხილს, 33%-ით შეუმცირდათ თირკმელების დაავადების განვითარების რისკი. ხოლო მათ ვინც კვირაში 5-6-ჯერ მიირთმევს ბანანს, 50%-ით ნაკლებას უვითარდებათ თირკმელების დაავადება.
  • ბანანი შეიძლება დაგეხმაროთ ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ის ასევე წარმოადგენს ვარჯიშისათვის საჭირო ენერგიის საუკეთესო საშუალებას.
  • და ბოლოს, ბანანის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დამატკბობელი საშუალება, მაგალითად, შაქარის ნაცვლად ნამცხვრებში, იოგურტსა და ფაფებში.

დატოვე კომენტარი